ჩინეთმა გააუქმა ძირითადი შეზღუდვები, რომელიც "ნულოვანი COVID-19-ის" პოლიტიკით იყო გათვალისწინებული. ამის შესახებ Reuters წერს.
ქვეყანამ გახსნა საზღვაო და სახმელეთო გადასასვლელები ჰონკონგთან და გააუქმა კარანტინის მოთხოვნა ჩინეთში შესულებისთვის.
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი შეზღუდვების შემსუბუქება, ჩინეთის ხელისუფლების "ნულოვანი COVID-ის" პოლიტიკის წინააღმდეგ ართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს მოჰყვა. შეზღუდვებმა სერიოზული დარტყმა მიაყენა ჩინეთის ეკონომიკას.
მოსალოდნელია, რომ ჩინელები კვლავ დაიწყებენ საზღვარგარეთ მოგზაურობას, მაგრამ ზოგიერთი ქვეყანა შეშფოთებულია ჩინეთში კორონავირუსის შემთხვევების მატებით და მას მოგზაურობაზე შეზღუდვებს უწესებს.