ჩეხეთი გმობს ბოლო პერიოდის ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ საქართველოში და სოლიდარობას უცხადებს ქართველი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს, – ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„დღეს ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს ერთგულებას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის 230,000 ევროს გადაუდებელი დაფინანსებით“, – ნათქვამია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

თარგმანი: პირველი არხი