უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის კირილ ბუდანოვის განცხადებით, "ვაგნერი" უკრაინაში აღარ იბრძოლებს.
როგორც ბუდანოვმა Українській правда-სთან ინტერვიუში განაცხადა, "ვაგნერი" ყველაზე ქმედითი ჯგუფი იყო რუსეთის ჯარებში და იგი რუსეთისთვის დიდი დანაკარგი იქნება.
"ჩვენ მივიღეთ რუსეთის ხელმძღვანელობის კომპრომისი. კიდევ ერთხელ განადგურდა მითი რუსული რეჟიმის სიმტკიცის შესახებ. რუსეთის სამხედრო და საჰაერო ძალებს დიდი ზიანი მიადგა. ასევე "ვაგნერი" უკრაინის ტერიტორიაზე დაპირისპირებაში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ეს იყო რუსეთის ფედერაციის ყველაზე ეფექტური ჯგუფი, რომელმაც იცოდა თუ როგორ მიეღწია წარმატებისთვის, ნებისმიერ ფასად", - განაცხადა ბუდანოვმა.
"ვაგნერის" დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა დაჯგუფება უკრაინიდან მას შემდეგ გაიყვანა, რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო "ვაგნერის" ბანაკების დაბომბვაში დაადანაშაულა. ამის შემდეგ მან გეზი მოსკოვისკენ აიღო, თუმცა ამბოხი 1 დღეში, ბელარუსის ლიდერ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან მოლაპარაკების შემდეგ შეწყვიტა და რუსეთის ის ქალაქებიც დატოვა, რომელიც დაკავებული ჰქონდა. პრიგოჟინიც და "ვაგნერელებიც" უსაფრთხოების გარანტიების მიღების შემდეგ ბელარუსში გადავიდნენ.