უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქების, ან უბედური შემთხვევის საფრთხე არსებობს, რადგან ოკუპანტებმა ელექტროსადგურის გამაგრილებელი დანაღმეს.
მისი თქმით, პირველ რიგში, კახოვკას ჰესის კაშხლის განადგურებით, რუსებმა გაანადგურეს წყლის ნორმალური წვდომა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მომუშავე გამაგრილებლებთან.
"და მეორეც, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ოკუპაციის პირობებში, დამატებით დანაღმეს მისი გამაგრილებელი",- ამბობს ბუდანოვი.
დაზვერვის ხელმძღვანელის თქმით, თუ გამაგრილებელი აფეთქების გზით მწყობრიდან გამოვა, "დიდია ალბათობა, რომ მნიშვნელოვანი პრობლემები წარმოიქმნას“.
ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგური გასული წლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი გააჩაღა, რუსულ ძალებს აქვთ დაკავებული.