ბრაზილიაში, ძლიერი წვიმის შედეგად, წყალდიდობას და მეწყერს, ამ დროის მონაცემებით, 25 ადამიანი ემსხვერპლა.
შემთხვევა ესპირიტუ-სანტსას შტატსა და ქალაქ რიო დე ჟანეიროში მოხდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 5 400-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია, განადგურებულია 270-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ათობით ჯარისკაცი, მოხალისე და მეხანძრე-მაშველია ჩართული.




