ამის შესახებ ინფორმაციას ბრაზილიური პრესა აქვეყნებს
ექსპრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს 51 წლის მხარდამჭერი გახდა პირველი ადამიანი, რომელიც 8 იანვარს ბრაზილიის სენატსა და სხვა სამთავრობო შენობებზე თავდასხმისთვის გაასამართლეს.
ბრაზილიის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა აესიო კოსტა პერეირას 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
51 წლის სენატის შენობაში მას შემდეგ დააკავეს, რაც ბოლსონარუს მხარდამჭერები სამთავრობო შენობებში შეიჭრნენ.
პერეირა გადატრიალების მცდელობაში, შეიარაღებულ კრიმინალურ დაჯგუფებაში გაერთიანებასა და ისტორიული შენობების დაზიანებაში ცნეს დამნაშავედ
პერეირა უარყოფს დანაშაულს და ამტკიცებს, რომ მან უიარაღო ხალხთან ერთად მიიღო მონაწილეობა მიიღო მშვიდობიან დემონსტრაციაში.




