ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი "პრიგოჟინის ამბოხს" ეხმიანება და აცხადებს, რომ "პოლიტიკური სისტემა აჩვენებს სისუსტეებს და სამხედრო ძალა იშლება".

"პუტინმა, "ვაგნერთან" ერთად, შექმნა ურჩხული, რომელიც ახლა მას კბენს. რუსეთისნაირი ბირთვული ძალის პოლიტიკური არასტაბილურობის ფაზაში გადასვლის ნახვა კარგი არ არის", – განაცხადა ბორელმა ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე.