ჩინეთმა მკვეთრად გაზარდა ირანიდან ნავთობის შესყიდვა და ძვირადღირებული რუსული ნავთობი ჩაანაცვლა, რომლის ფასიც იზრდება და დასავლეთის მიერ დადგენილ ფასის ზედა ზღვარს აღემატება. ამის შესახებ Bloomberg Kpler-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
აგვისტოში ჩინეთს ირანიდან დღეში 1.5 მილიონი ბარელი ნავთობი შემოაქვს, რაც მინიმუმ ბოლო 10 წლის განმავლობაში რეკორდული მოცულობაა.
ირანულ ნავთობზე მოთხოვნა იანვარ-ივლისთან შედარებით ერთ-ნახევარჯერ გაიზარდა.
როგორც Bloomberg-ს რეგიონში მომუშავე მოვაჭრეებმა განუცხადეს, მიზეზი ფასია. ირანული ნავთობი ბარელზე 10 დოლარის ფასდაკლებით იყიდება ჩინეთში და გაცილებით იაფია, ვიდრე რუსული ნავთობი.
მაისის შუა რიცხვებიდან რუსეთიდან აზიაში ნავთობის ექსპორტი 25%-ით შემცირდა და მისი მოცულობა - 2.6 მილიონი ბარელი დღეში ივლისის ბოლოსთვის - ყველაზე დაბალი ნიშნულია იანვრის დასაწყისიდან.