დღეს დილით პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ მომხმარებლებს „ატყუებენ“, რადგან ბენზინის ფასები ისე სწრაფად არ ეცემა, როგორც ნავთობის ფასები და მან იუსტიციის დეპარტამენტს გამოძიების დაწყება დაავალა.
„მსხვილი ნავთობკომპანიები ნავთობის ფასების მკვეთრ ვარდნასთან შესაბამისობაში არ ამცირებენ ბენზინის ფასებს. ეს ფასები მკვეთრად ეცემა! სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მომხმარებლებს ატყუებენ. მე იუსტიციის დეპარტამენტს გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყება ვუბრძანე. ბენზინის ფასები გაცილებით სწრაფად უნდა დაიწყოს ვარდნა, ვიდრე მე ვხედავ!“ - განაცხადა პრეზიდენტმა Truth Social-ზე.
ირანთან ომის დაწყებისთანავე მკვეთრად გაიზარდა ნავთობის და შემდეგ ბენზინის ფასებიც. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის ფასები მნიშვნელოვნად დაეცა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დროებითი შეთანხმების მიღწევის შემდეგ, ბენზინის ფასები ასე სწრაფად არ დაცემულა. ბენზინის ფასები, როგორც წესი, უფრო ნელა ეცემა, ვიდრე იზრდება ნავთობის ფასებთან შედარებით. ამ მომენტისთვის (თბილისის დროით 13:02) ერთი ბარელი ბრენტის მარკის ნავთობის ღირებულება დღეს 75,692 დოლარია,




