ისრაელი მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც პრემიერის განცხადებაშია ნათქვამი, ისრაელი უარყოფს ჰააგის სასამართლოს უფლებამოსილებას და არ აღიარებს დაკავების ორდერების ლეგიტიმურობას ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ისრაელის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის წინააღმდეგ.

ნეთანიაჰუს ოფისში ასევე აცხადებენ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო საჩივარს თუ არ დააკმაყოფილებს, ეს მხოლოდ ხაზს გაუსვამს ისრაელის მეგობრებს აშშ-სა და მსოფლიოში, რამდენად მიკერძოებულია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ისრაელის მიმართ.

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ ბენიამინ ნეთანიაჰუს, იოავ გალანტისა და „ჰამასის“ ლიდერის, მოჰამედ დეიფის დაკავების ორდერი 21 ნოემბერს გასცა.

თარგმანი: პირველი არხი