ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მთავრობის წევრებს აშშ-ის მაღალჩინოსნებთან შეხვედრა აუკრძალა, ვიდრე აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მას თეთრ სახლში არ მიიწვევს. ამის შესახებ გამოცემა Times of Israel-ი წერს.
ნეთანიაჰუ ნაწყენია იმაზე, რომ ის ჯერ თეთრ სახლში არ მიუწვევიათ, და სჯერა, რომ ისრაელის ნებისმიერი მინისტრის შეხვედრა ამერიკელ ოფიციალურ პირთან მხოლოდ ხაზს გაუსვამდა იმას, რომ პრემიერ-მინისტრი ამ შეხვედრას არ ესწრებოდა. წინა პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი, 2021 წლის ივნისში, უფლებამოსილების დაწყების შემდეგ, აგვისტოში უკვე ვაშინგტონს ეწვია. მედიის ცნობით, ვაშინგტონიდან ჯერ მის ვიზიტთან დაკავშირებით მოლაპარაკებაც არ მიმდინარეობს.
ბაიდენის ადმინისტრაციამ ისრაელის ახალი მთავრობის პოლიტიკის ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა, მათ შორის, მართლმსაჯულების რეფორმის რადიკალურ გეგმებთან დაკავშირებით.
ასევე აღნიშნულია, რომ ერთადერთი გამონაკლისი სტრატეგიულ საკითხთა მინისტრი რონ დერმერია, რომელიც აშშ-ში ყოფილი ელჩია და ბაიდენის ადმინისტრაციასა და ისრაელს შორის ურთიერთობებში ნეთანიაჰუს მთავარი წარმომადგენელია.