"ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუ მოსახლეობას მიმართავს. მისი განცახდებით, ის, რაც დღეს ისრაელში ხდება, აღარასდროს განმეორდება და ტერორისტებს პასუხს აგებინებს.
"ჰამასმა" წამოიწყო „სასტიკი ომი", და მისი სამიზნე იყო უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობა, ახალგაზრდები და მოხუცები.
ეს არის მტერი, რომელიც იტაცებს მოხუცებს, ბავშვებს, ახალგაზრდა გოგოებს, მტერი „რომელიც კლავს ჩვენს მშვიდობიან მოსახლეობას, ჩვენს ბავშვებს. საპასუხოდ, ისრაელი ყველგან თავს დაესხმება ჰამასს, ადგილებს, სადაც ის იმალება და საიდანაც მოქმედებს, "ნანგრევების ქალაქებად" აქცევს.
ნეთანიაჰუმ გაზას სექტორის მცხოვრებლებს საცხოვრებელი ადგილების დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა.
„დაუყოვნებლივ წადით მაქედან, რადგან ჩვენ ყველგან და მთელი ძალით ვიმოქმედებთ“, - განაცხადა მან ვიდეომიმართვაში.
ისრაელის პრესის მიერ გავრცელებული ბოლო ინფორმაციით, „ჰამასის" თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 250-ს გადაასცდა.