ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ABC News-ის წამყვან დევიდ მიუირთან ინტერვიუს დროს განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის არაერთგზის საჯარო მოწოდების მიუხედავად, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის მოსალოდნელი საგაზაფხულო შეტევისგან თავდასაცავად უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების „ამ მომენტში“ მიწოდება გამორიცხა.
„არ გგონიათ, რომ მას ახლა F16 სჭირდება?" -ჰკითხა პრეზიდენტს მიუირმა თეთრ სახლში ექსკლუზიური ინტერვიუს დროს.
„არა, მას ახლა F16-ები არ სჭირდება“, - უპასუხა ბაიდენმა.
მიუირის კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს „არასდროს“, ბაიდენმა განაცხადა, რომ „არ არსებობს არანაირი საშუალება იმის გასაგებად, თუ რა დასჭირდება უკრაინის თავდაცვას მომავალში, მაგრამ ახლა ჩვენი სამხედროები მიიჩნევენ, რომ F16-ის მიწოდებისათვის საფუძველი არ არსებობს".
„ჯერჯერობით ამას გამოვრიცხავ“, - თქვა ბაიდენმა.
ჯო ბაიდენს არაერთხელ განუცხადებია, რომ აშშ-ს მხარდაჭერა უკრაინისადმი „არ შეირყევა" და გაგრძელდება „იმდენი ხანი, რამდენიც დასჭირდება" რუსეთის დამარცხებას, მაგრამ როგორც მან ინტერვიუს დროს აღნიშნა, მან სამხედროები ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვნად სხვა ტიპის მხარდაჭერას მიიჩნევენ.
„ჩვენ მას ვუგზავნით იმას, რაც, ჩვენი გამოცდილი სამხედროები აზრით, ახლა სჭირდება. მას სჭირდება ტანკები, მას სჭირდება არტილერია, მას სჭირდება საჰაერო თავდაცვა" - თქვა ბაიდენმა.