ასეთი განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჟურნალ „ტაიმთან" ინტერვიუს დროს გააკეთა.
კითხვაზე, როგორ გამოიყურება მშვიდობას უკრაინაში რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, ბაიდენმა უპასუხა:
„მშვიდობა გამოიყურება როგორც გარანტი იმისა, რომ რუსეთი ვეღარასდროს, ვეღარასდროს, ვეღარასდროს, ვეღარასდროს მოახდენს უკრაინის ოკუპაციას. ასე გამოიყურება მშვიდობა. და ეს არ ნიშნავს ნატოს, მათ ნატოს ნაწილად ქცევას. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მათთან ისეთივე ურთიერთობა გვაქვს, როგორიც იმ ქვეყნებთან, რომლებსაც ვაწვდით იარაღს, რათა მათ მომავალში თავის დაცვა შეძლონ".
იქვე ბაიდენმა შეახსენა „ტაიმს", რომ ადრეც არ იყო მზად მხარი დაეჭირა უკრაინის „ნატოიზაციისთვის".
მე, როგორც სენატორმა და ვიცე-პრეზიდენტმა, ერთი თვე დავყავი უკრაინაში. იქ მნიშვნელოვანი კორუფცია იყო. ეს იყო ის გარემოება, რომელიც ყველაფერს ამძიმებდა, - თქვა მან და იქვე აღნიშნა, რომ დასავლეთმა არ უნდა დაუშვას უკრაინის დაცემა.
„თუ ჩვენ ოდესმე დავუშვებთ უკრაინის დაცემას, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები: დაეცემა პოლონეთი და ყველა ქვეყანა რუსეთის დე ფაქტო საზღვრის გასწვრივ, ბალკანეთიდან ბელორუსამდე", - განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა უარყო მოსაზრება იმის შესახებ, რომ უკრაინისთვის დახმარების გაწევით ნატო შეიძლება აღმოჩნდეს მოლიპულ ფერდობზე.
„არა, ჩვენ აღმოვჩნდებით ომის მოლიპულ ფერდობზე იმ შემთხვევაში, თუ რამეს არ ვიღონებთ უკრაინასთან დაკავშირებით", - თქვა ბაიდენმა.