ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული სააგენტოები ავრცელებენ.
აზერბაიჯანის სანფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში საზღვარგარეთ მყოფი აზერბაიჯანის მოქალაქეებს 37 ქვეყანაში ორგანიზებულ 49 საარჩევნო უბანზე შეეძლებათ ხმის მიცემა.
საარჩევნო უბნები შეიქმნა ქვეყნის დიპლომატიურ მისიებსა და საკონსულოებში. საქართველოში მყოფ აზერბაიჯანის მოქალაქეებს ხმის მიცემა თბილისის დროით 08:00 საათიდან 19:00 საათამდე თბილისში და ბათუმში შეეძლებათ.
ყველაზე მეტი საარჩევნო უბანი იქნება თურქეთში (ანკარა-2, სტამბოლი-2, ყარსი), რუსეთში (მოსკოვი-2, სანკტ-პეტერბურგი, ეკატერინბურგი) და ყაზახეთში (ასტანა, ალმათი, აქთაუ). ორ-ორი საარჩევნო უბანი იქნება არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში (აბუ-დაბი, დუბაი), აშშ-ში (ვაშინგტონი, ლოს-ანჯელესი).
თითო-თითო საარჩევნო უბანი იქნება ავსტრიაში, ბელარუსში, ბელგიაში, გერმანიაში, დიდი ბრიტანეთში, ესპანეთში, ესტონეთში, თურქმენეთში, იორდანიაში, ირანში (თავრიზი), იტალიაში, კატარში, კორეაში, ლატვიაში, ლიეტუვაში, მოლდოვაში, ნიდერლანდებში, პაკისტანში, პოლონეთში, რუმინეთში, საბერძნეთში, საუდის არაბეთში, საფრანგეთში, უზბეკეთში, უკრაინაში, უნგრეთში, ყირგიზეთში, შვედეთში, შვეიცარიაში (ბერნი) ჩინეთში და ჩეხეთში.
ცნობისთვის, საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთის 38 ქვეყანაში 52 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.