ოქტომბრის ბოლოს ირანის ტერიტორიაზე განხორციელებული დარტყმებისას ისრაელმა ბირთვული იარაღის კვლევის ირანული ცენტრი გაანადგურა, - იუწყება Axios-ი ამერიკელ და ებრაელ მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით.
მისივე ინფორმაციით, მართალია, ისრაელს პირობა ჰქონდა დადებული, რომ ბირთვულ ცენტრებს არ დაარტყამდა, მაგრამ კონკრეტულად ამ ცენტრის შესახებ ცოტასთვის თუ იყო ცნობილი, მათ შორის - თავად ირანის ხელისუფლებაშიც.
ცენტრი "თალეგან-2"-ი თეირანიდან 30 კმ-ში, სამხედრო კომპლექს "ფარჩინში" მდებარეობდა. ბოლო დრომდე იგი უმოქმედოდ ითვლებოდა, თუმცა ბოლო წლის განმავლობაში მასში ბირთვული იარაღის დარგში კვლევები განახლდა.
თანამგზავრული ფოტოები ცენტრის შენობის პრაქტიკულად სრულად განადგურებას მოწმობს, - წერს გამოცემა.