აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, სულ მცირე 40 მიწისძვრა მოხდა, რომელთაგან ყველაზე ძლიერი 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო. ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს.

აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმა ჰოლტვილის მახლობლად პირველი მიწისძვრა ოთხშაბათს, დღისით დააფიქსირა, ხოლო ბოლო - ხუთშაბათს დილით.

კალიფორნიის ასობით მცხოვრებმა აშშ-ის გეოლოგიურ სამსახურს მიწისძვრების შესახებ შეატყობინა, ხოლო შოკური ტალღები არიზონასა და მექსიკაშიც დაფიქსირდა.

მიწისძვრების სიმძლავრე 1.1-დან 4.4 მაგნიტუდამდე მერყეობდა, უფრო სუსტი ბიძგები მოსახლეობისთვის ხშირად შეუმჩნეველი რჩებოდა - იუწყება მედია.

თარგმანი: რუსთავი2