აშშ-ში მარეგულირებელმა ორგანოებმა დახურეს ბანკი United Fidelity Bank, რადგან მივიდნენ დასკვნამდე, რომ ის, სავარაუდოდ, არსებული ფინანსური ვალდებულებების შესრულებას ვერ შეძლებდა. ამის შესახებ Bloomberg იტყობინება და აღნიშნავს, რომ ეს აშშ-ში ბოლო ორი წლის განმავლობაში დახურული სიდიდით მეორე ბანკია. 

დეპოზიტების დაზღვევის ფედერალური კორპორაციის (FDIC) განცხადების თანახმად, United Fidelity Bank-ის ყველა დეპოზიტისა და აქტივის საკუთარ თავზე აღებას ბანკი First Citizens დათანხმდა. ლიკვიდაციის პროცედურაში ბანკის ქონების მმართველად FDIC დაინიშნა.  

დეპოზიტების დაზღვევის ფედერალური კორპორაციის შეფასებით, United Fidelity-ის დახურვა დეპოზიტების დაზღვევის ფონდს 1,83 მილიარდი დოლარი დაუჯდება. ეს ამერიკული ბანკის უმსხვილესი გაკოტრებაა 2024 წლის აპრილში Republic First Bank-ის დახურვის შემდეგ, — ხაზს უსვამს Bloomberg.

სექტემბრის ბოლოსთვის ბანკი United Fidelity ფლობდა აქტივებს, საერთო ჯამში, 5,9 მილიარდი დოლარის ოდენობით, ხოლო მისი დეპოზიტების მოცულობა 5,9 მილიარდ დოლარს შეადგენდა, — მოჰყავს სააგენტოს FDIC-ის მონაცემები.