ამერიკამ 34 ფიზიკურ და 120-ზე მეტ იურიდიულ პირს რუსეთიდან და სხვა სახელმწიფოებიდან  სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა სია აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.

სანქციების ახალი პაკეტი მიზნად ისახავს კომპანიებისა და ორგანიზაციებს, რომლებიც რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში ეხმარებიან, მათ შორის ორმაგი დანიშნულების საქონლის მიწოდებაში და დასავლეთის ამჟამინდელი სანქციების გვერდის ავლაში.

სანქცირებულთა სიაში არიან: რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერი მარატ ხუსნულინი, ტრანსპორტის ყოფილი მინისტრო და სახელმწიფო სატრანსპორტო სალიზინგო კომპანიის გენერალური დირექტორი ევგენი დიტრიხი.

გარდა ამისა, სანქციები დაუწესდა შემდეგ იურიდიულ პირებს: "საერთაშორისო საინვესტიციო ბანკi", რომლის სათავო ოფისიც ბუდაპეშტშია, მოძრაობა "Юнармия", რუსული კომპანიები "Металлоинвест" და "Мегафон", ალიშერ უსმანოვის USM, ათობით სხვა რუსული და კვიპროსული, ოთხი თურქული და ერთი ჩინური კომპანია - China Head Aerospace Technology, რომელიც ეჭვმიტანილია ევგენი პრიგოჟინთან კავშირში.