ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო წერს.
"გილოცავთ ყველა ქართველს! დღევანდელი რეკომენდაცია არის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი. შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოსთან ახლო მუშაობას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ გვჯერა თქვენი ევროპული მომავლის", - წერს აშშ-ის საელჩო.
დღეს, 8 ნოემბერს, ევროკომისიამ გასცა დადებითი რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.