სერბეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ალექსანდრ ვუჩიჩი 11 ივნისს ერთდღიანი ვიზიტით უკრაინაში ჩავა.
ვუჩიჩისთვის ეს უკრაინაში პირველი ვიზიტი იქნება. ვიზიტის ფარგლებში ვუჩიჩი უკრაინისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
გამოცემა Ukrainskaya Pravda-ს ინფორმაციით, ვიზიტის შესახებ წინასწარ ცნობილი არ იყო.