საფრანგეთის საშინაო გადაუდებელი დახმარების ფედერაციამ BFMTV-ზე გაფრთხილება გაავრცელა და მოუწოდა ხალხს, არ უგულებელყონ კატის ნაკბენის სერიოზულობა, "რომელიც ხშირად ძაღლის ნაკბენზე უფრო სერიოზულ დაზიანებებს იწვევს".
მედიკოსების ინფორმაციით, ყოველწლიურად 25 000-ზე მეტ ფრანგს შინაური კატის ნაკბენის გამო ოპერაციის გაკეთება უწევს, ზოგიერთ შემთხვევაში მაწანწალა კატების კბენის გამოც და ეს ტენდენცია მზარდია.
„კატის ნაკბენები ძალიან ხშირია. ასეთ შემთხვევას დღეში ერთხელ მაინც ვხედავთ. ისინი ხშირად სერიოზული დაზიანებებით მთავრდება. ჩვენ მათ ძაღლის ნაკბენებთან შედარებით გაცილებით აგრესიულად და სერიოზულად მივიჩნევთ, როგორც ნაკბენების რაოდენობის, ასევე ქსოვილების დაზიანების სიმძიმის თვალსაზრისით“, - განმარტავს ორთოპედი ქირურგი.
თარგმანი: რუსთავი2




