"ვახტანგ კარიჭაშვილს, რომელიც ბოლო კვირის მონათა სიაში მოხვდა, უჩა მამაცაშვილის ბიზნესს პარტნიორს, ოცნების მსხვილ შემომწირველსა და სანაცვლოდ ტენდერების თუ სხვა გზებით ბიუჯეტის ფულის მიმღებ ბიზნესმენს, უკრაინამ დღეს სანქციები დაუწესა. უკრაინა მას და მის სანქცირებულ რუსულ კომპანიებთან კავშირში ამხელს.
ჩვენ ვაწვდით და მომავალშიც მივაწვდით ყველა პარტნიორს და საერთაშორისო ორგანიზაციას იმ ადამიანების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც ძირს უთხრიან პროდასავლურ კურსს, დემოკრატიას და აძლიერებენ რუსულ გავლენებს საქართველოში." - ნათქვამია "დროას" გავრცელებულ ინფორმაციაში.