კეთილმოწყობილი გამწვანებული სივრცეების შექმნა ვაკის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
მორიგი სკვერისა და სპორტული მოედნის განახლების სამუშაოები წყნეთის ქუჩის N1-ში დასულების ეტაპზეა. სკვერი და სტადიონი შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა, მოეწყო საბავშვო სივრცე, სპორტული მოედნის კედელი მოიხატა, სკვერი გამწვანდა. გარდა ამისა, ტერიტორიაზე დაგეგმილია ფიტნეს ზონის მოწყობა. სკვერში განხორციელებულ სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე გაეცნო.