ვაკის რაიონში საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროცესი გრძელდება. ამჟამად, გზის საფარი კიდევ ერთ მისამართზე - წყნეთის ქუჩის N1-1ა-ში იგება.
პირველ ეტაპზე წყალარინების მიწისქვეშა ქსელი რეაბილიტირდა. ორივე პროექტი მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის. საგზაო სამუშაოოები 1000-მდე კვ. მ ფართობის ეზოში მიმდინარეობს. პროექტს, გამგეობის დაკვეთით, შპს „სუხო“ აწარმოებს.
სულ, ამ დროისთვის, ვაკის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურა 50 000-ზე მეტ კვ.მ ფართობზე რეაბილიტირდა.