კეთილმოწყობილი და გამწვანებული სივრცეების მოწყობა ვაკის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ დროისთვის გამგეობა ორ ახალ სკვერს და სპორტულ მოედანს აწყობს წყნეთის ქუჩაზე, N1-სა და N14-ში. 

სკვერები და სტადიონები შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება, გამწვანების სამუშაოები ჩატარდება. სარეაბილიტაციო პროექტები ადგილობრივ მოსახლეობას ვაკის რაიონის გამგებელმა დავით კვინიკაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე და ვაკის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ტყემალაძესთან ერთად გააცნო.