საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და ექსპო ჯორჯიას ორგანიზებით, წელს კითხვის მოყვარულთათვის წიგნის დღეები ჩატარდა. ექსპო ჯორჯიას საგამოფენო სივრცეში სტუმრებს სამი დღის განმავლობაში ჰქონდათ შესაძლებლობა, შეეძინათ სასურველი წიგნები და ესარგებლათ სპეციალური შეთავაზებებით.

წიგნის დღეების ფარგლებში, პავილიონს 16 000-ზე მეტი ადამიანი ეწვია.

საქართველოს ბანკის მიერ მოწყობილ სივრცეში, სამი დღის განმავლობაში, სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მიეღოთ მონაწილეობა ლიტერატურულ გათამაშებებში.

ამასთან, მკითხველებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეხვედროდნენ მათ საყვარელ ავტორებს და დასწრებოდნენ დისკუსიებს ლიტერატურის შესახებ. წელს საქართველოს ბანკის მიერ მოწვეული სპიკერები ანა კორძაია-სამადაშვილი და ივაფეზუაშვილი იყვნენ. შეხვედრის ფარგლებში, ანაკორძაია-სამადაშვილმა თანამედროვე ქართულლიტერატურაზე ისაუბრა, ხოლო ივა ფეზუაშვილმათანამედროვე ქართულ რომანზე.

„საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, განაგრძობს კულტურული და საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერას და განხორციელებას. სწორედ ამიტომ, წელს ჩვენ წიგნის დღეების გენერალური სპონსორები ვიყავით. გვახარებს ღონისძიებისადმი გამოვლენილი დიდი ინტერესი და ის ფაქტი, რომ ჩვენი მცირედი წვლილი შევიტანეთ კითხვის მოყვარულთა პირადი ბიბლიოთეკის გამდიდრების პროცესში“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ლომთაძე.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის ერთ-ერთიპრიორიტეტი ახალგაზრდებისთვის ფორმალურ დაარაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობისგაზრდაა. ამ კუთხით ბანკი პარტნიორებთან ერთადარაერთ პროექტს ახორციელებს და თავადაც ქმნისმათ. სწორედ ასეთი პროექტია რეგიონის სკოლებშიიდეათეკის პროექტი, რომელიც მულტიფუნქციურისაგანმანათლებლო სივრცეა. ის სკოლისმოსწავლეებს აძლევს წვდომას 2000-მდე წიგნითაღჭურვილ მრავალფეროვან ბიბლიოთეკაზე, განათლების მისაღებად საჭირო თანამედროვერესურსებზეკომპიუტერებსა და პროექტორებზე. დღეს, საქართველოს 7 რეგიონში 19 იდეათეკაფუნქციონირებს, რომლებიც 9000-მდე მოსწავლისთვის ქმნის განათლებისშესაძლებლობას.