„გლობალური ომის პარტიამ“ გამოაგზავნა უცხოური აგენტურა საქართველოში - ისინი არიან „გლობალური ომის პარტიის“ ისეთივე აგენტები, როგორც რიგითი კაპიტანი გიგაური ან ლომჯარია, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა მედიასთან საუბარში განაცხადა.
მისი შეფასებით, დასავლელი დიპლომატები მოქმედებენ „გლობალური ომის პარტიის“ დაკვეთით.
როგორც სუბარმა აღნიშნა, სამომავლოდ, საქართველოს ხელისუფლება უკეთ უნდა დაფიქრდეს, ქვეყანაში შემოუშვას თუ არა ასეთი სტუმრები.
„გლობალური ომის პარტიამ“ გამოაგზავნა უცხოური აგენტურა საქართველოში - ის მინისტრები, საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეები, რომლებიც მიტინგზე იდგნენ და ახალგაზრდებს რევოლუციისკენ მოუწოდებდნენ, თავისით ამას არ აკეთებენ. ისინი არიან „გლობალური ომის პარტიის“ ისეთივე აგენტები, როგორც რიგითი კაპიტანი გიგაური ან ლომჯარია. ის, რაც გააკეთეს ამ ადამიანებმა, უცხოელმა პოლიტიკოსებმა, ეს არის ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის შეურაცხყოფა. მომავალში, საქართველოს ხელისუფლება კარგად უნდა დაფიქრდეს, როდესაც ასეთი დაუპატიჟებელი სტუმრები მოდიან ქვეყანაში, უნდა შემოვუშვათ თუ არა ისინი ჩვენს ქვეყანაში იმისთვის, რომ არეულობა მოაწყონ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.