საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების მაჩვენებელი რეკორდულად იზრდება.

 2025 წლის იანვარში კომპანიამ, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 14%-ით მეტი - მილიონ 123 000 ტონა ტვირთი გადაზიდა. 30%-ით გაიზარდა საქართველოს რკინიგზის შემოსავალი სატვირთო, ხოლო 37%-ით - საკონტეინერო გადაზიდვებიდან.

აღსანიშნავია, რომ ნავთობპროდუქტების გადაზიდვების მაჩვენებლები გაიზარდა 21%-ით, ქიმიკატების 35%-ით, ხოლო მშრალი ტვირთის 70%-ით. როგორც საქართველოს რკინიგზაში აღნიშნავენ, კომპანიის მიზანია, ზრდის ამგვარი ტენდენციის წლის მთლიან ჭრილში შენარჩუნება.