წიგნების თარო მეათე საიუბილეო სტუდენტური სეზონით ბრუნდება. პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათია, რომელიც წიგნების თაროსთან ერთად ქმნის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას განათლებისთვის, განვითარებისთვის, აღმოჩენებისთვის. რაც ყველაზე მთავარია, პროექტის გამარჯვებულები კემბრიჯის საზაფხულო სკოლაში გაემგზავრებიან სასწავლებლად.
სტუდენტურ სეზონზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და აპლიკაციების მიღების პროცესი 12 მარტს დასრულდება.
წიგნების თაროს პროექტში მონაწილეობის მიღება ბაკალავრიატის სტუდენტებს შეუძლიათ. ამისათვის საჭიროა, ახალგაზრდებმა დააკომპლექტონ გუნდები და გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია.
იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი ვერ ახერხებს გუნდელების პოვნას, მას შეუძლია ვებგვერდისმეშვეობით იპოვოს თანაგუნდელები.
პროექტის ფარგლებში, ლიტერატურითა და შემეცნებითი სფეროთი დაინტერესებულსტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, გამოავლინონ საკუთარი ცოდნა, შეეჯიბრონ სხვა უნივერსიტეტების გუნდებს ლიტერატურის, ხელოვნებისა დამეცნიერების სფეროდან კითხვების გამოცნობაში, გაიმარჯვონ და გაემგზავრონ კემბრიჯში სასწავლებლად. პროექტის ფარგლებში კემბრიჯს უკვე 19 სტუდენტი ეწვია.
“საქართველოს ბანკის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას და შექმნას ახალი შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის, რაც დაეხმარება მათ, მიიღონ უფრო მეტი ცოდნა, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი და შექმნან უკეთესი მომავალი.
წიგნების თაროსთან ჩვენი ხანგრძლივი პარტნიორობის ფარგლებში, ვფიქრობ, შევძელით, ერთი მხრივ, აღმოგვეჩინა გამორჩეული ახალგაზრდები, მეორე მხრივ კი შეგვექმნა მათთვის წინსვლის, მუდმივი განვითარებისკენ სწრაფვისა და არგაჩერების შესაძლებლობები“, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.
საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათი 2020 წლიდან აქტიურად უჭერს მხარს წიგნების თაროს. პარტნიორობის ფარგლებში კი 223-მა სტუდენტმა მიიღო სატელევიზიო პროექტში მონაწილეობა.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკისა და წიგნების თაროს თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი ინიციატივა განხორციელდა, მათ შორის შეიქმნა „წიგნების თაროს ონლაინ სკოლა“ მოსწავლეებისთვის, სადაც ახალგაზრდებს უტარდებოდათ არაფორმალური გაკვეთილები და სხვადასხვა კურსები, მათ შორის: მითოლოგიის, ცივილიზაციების, კოსმოსის, ადამიანის ჯანმრთელობის, რიტორიკული აზროვნებისა თუ საუბრის ხელოვნების მიმართულებით. მთელი ქვეყნის მასშტაბით „წიგნების თაროს ონლაინ სკოლაში“ მონაწილეობა 1336-მა მოსწავლემ მიიღო.
საქართველოს ბანკისა და წიგნების თაროს თანამშრომლობა კვლავ გრძელდება და მომავალში ახალგაზრდებს ახალიშესაძლებლობების შექმნას ჰპირდება.
„საქართველოს ბანკის“ შესახებ:
„საქართველოს ბანკის“ შესახებ: საქართველოს ბანკი ქვეყნის წამყვანი ბანკია აქტივების (საბაზრო წილი 37.8%), სესხებისა (საბაზრო წილი 36.1%) და კლიენტთა დეპოზიტების (საბაზრო წილი 38,9%) მიხედვით. (2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის თანახმად). საქართველოს ბანკი კლიენტებს სთავაზობს კორპორატიული და საცალო საბანკო, ასევე ინვესტიციების მართვის მომსახურების ფართო სპექტრს. 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს ბანკი ემსახურებოდა 1.6 მილიონზე მეტ აქტიურ მომხმარებელს 211 სერვისცენტრის, 1006 ბანკომატისა და 3,145 გადახდის აპარატისგან შემდგარი ქსელის, ასევე დისტანციური საბანკო მომსახურების პლატფორმისა და თანამედროვე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: https://bankofgeorgia.ge/