იქნებ სავალუტო ფონდს გაუჩნდეს შეკითხვა ხელისუფლებისადმი, კერძოდ, ეროვნული ბანკისადმი, როგორ მოხდა ბიძინა ივანიშვილისა და რუსეთის მოქალაქე თაღლითის, ვინმე გავრილოვის მიერ პანამის ოფშორიდან დაფუძნებული “პროგრესბანკის” ლიკვიდაცია, რომლის რუსი დამფუძნებელი ფულის გათეთრებისათვის იდევნებოდა რუსეთში და ამ ქართული ბანკითაც იგივეს სჩადიოდა საქართველოში? - წერს ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ვიდეოკონფერენცია გამართა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან და შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც კმაყოფილება გამოთქვა საქართველოს ხელისუფლების დაპირებაზე, რომ იზრუნებენ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობაზე.
ძალიან კარგად იციან სავალუტო ფონდში, რომ ყველაფერი კეთდებოდა არაფორმალური, ოლიგარქიული მმართველობის სისტემაში ეროვნული ბანკის საბოლოოდ მოსაქცევად.
იქნებ სავალუტო ფონდს გაუჩნდეს შეკითხვა ხელისუფლებისადმი, კერძოდ, ეროვნული ბანკისადმი, როგორ მოხდა ბიძინა ივანიშვილისა და რუსეთის მოქალაქე თაღლითის, ვინმე გავრილოვის მიერ პანამის ოფშორიდან დაფუძნებული “პროგრესბანკის” ლიკვიდაცია, რომლის რუსი დამფუძნებელი ფულის გათეთრებისათვის იდევნებოდა რუსეთში და ამ ქართული ბანკითაც იგივეს სჩადიოდა საქართველოში? ჩაფარცხა ეს ეს საქმე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მაშინაც კი, როცა დამოუკიდებლობის გარკვეულ ნიშნებს ჯერ კიდევ ინარჩუნებდა. დღეს კი ეროვნული ბანკი ივანიშვილის კლანის ისეთივე ნაწილი გახდა, როგორც სასამართლო კლანია ქვეყანაში. სჯობია ამას ჩაუღრმავდეს სავალუტო ფონდი და არ მოიხიბლოს “ქართული ოცნების” დაპირებებით. ცოტა ქართულ ანდაზებშიც წაივარჯიშოს-არის ასეთი ანდაზა, “ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო”.