ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნუცუბიძის IV მიკრორაიონის N5 კორპუსთან საგზაო პროექტი ხორციელდება.
სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე ტექნიკის საშუალებით ეწყობა გზის ახალი საფუძველი, ასევე ბორდიური. მოსამზადებელი პროცესის დამთავრებისთანავე კი, 3800 კვ. მ ფართობზე ასფალტის საფარის დაგება დაიწყება. პროექტს, გამგეობის დაკვეთით, შპს „ლუკრი“ აწარმოებს. აღნიშნული სამუშაოები გარდა, გზის საფარი განახლდა ვარაზის ქუჩაზე, რაგბის სტადიონის მიმდებარედ, ნუცუბიძის IV მიკრორაიონის N21 კორპუსთან კი გზის რეაბილიტაცია დაიწყო.