ვაკის რაიონში, ნუცუბიძის II მიკრორაიონის III კვარტლის N4 კორპუსთან დასასვენებელი სივრცის მოწყობა დასასრულს უახლოვდება.
სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე შესაბამისი საპარკო ავეჯი დამონტაჟდა, მოეწყო საბავშვო-გასართობი ზონა, ასევე, ამჟამად მინი სპორტული მოედნის მოწყობა გრძელდება. ტერიტორიაზე დაირგო მცენარეები.
შესრულებულ სამუშაოს ადგილზე ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე გაეცნო.