საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ნატო ჩხეიძე "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერ ნიკა გვარამიას გამოქვეყნებულ განცხადებას სოციალურ ქსელში პასუხობს

"პასუხის  პასუხი   გვარამიას


ყველაფერი დაიწყო  იმით, რომ რ-2- დან წამობრძანებულ გვარამიას ოქუაშვილმა ტვ “ იბერიას” ჭიშკარი გაუღო და რაც რამ ჰქონდა,  გაუზიარა. 


ჰო, მანამდე  ოქუაშვილმა უარი თქვა გვარამიასათვის ცილი დაეწამებინა, ივანიშვილს არ გაურიგდა   და  მის მიერ   შემითავაზებული  წერილი არ წაიკითხა და ოქუაშვილის ისედაც დაძაბული ურთიერთობა ივანიშვილთან  და აქედან გამომდინარე პრობლემები     კიდევ უფრო გაუბევრდა. 


ჰო, მართლა,   ბ- ნო გვარამიავ, თურმე პოლიტიკურ კორუფციით  ასე დამძიმებული 4 ნომერი როგორ აკადრე თქვენს მაღალპატრიოტშობილებას?  


ნომერი  იყო სუფთა   და ნათელი  და ნომრიანები  ზონზღლი  და  ბინძურები?  
უი, რა ორმაგი   ხედვა და ხუთმაგი თამაშია. 


 და კიდევ, ვისაც გაურიგდით  მაგ 4 ნომერზე, ბუღალტერიაც  მას რომ მოკითხოთ, ჩემს მიმართ  ცილისწამებაზე  აღარ დაიხარჯებოდით. 


 და კიდევ, , ნატო ჩხეიძე და მისი ამფსონებიო? 


იქნებ განმარტოთ  ეს ამფსონი ვინ არის?  თუ ენაზე  ჭალი გედებათ ? 


ის ხომ არ არის,  როცა ხალხში  დაინახავდით ,  წელში მოხრილი  ჩვეული ქლესა ღიმილით რომ ორივე ხელით ჩაბღუჯავდით  და მიმოიხედავდით, აი, ნახეთ, ხალხო როგორ ახლოს ვიცნობო.  
ახლა გახდა   ჩემი ამფსონი? 


ბერას სტუდიის დირექტორი და “ ჰეროკრატიის”  დამფინანსებელი  ხუთი წელი სამეურნეო მენეჯერად რომ გყავდათ  და მერე  დირექტორად, ივანიშვილთან ერთხელ მაინც გარიგრბული რომ შეიძლებოდა ყოფილიყო, ეჭვადაც არ გაგივლიათ  ალბათ, თორემ  გვერდით   წუთითაც როგორ გაიჩერებდით:))


იქნებ ვინმეს წარმოუდგენია კომპანიას სამი წელი  საშემოსავლო ინკასო ედოს, ჩემოდნით  ფული შესდიოდეს და  ის კი არხეინად მუშაობდეს,  ვალს ვალზე  იდებდეს,   რადიკალობას იჩემებდეს და ქოცები ბუზსაც ვერ უფრენდნენარც ამ კომპანიას. 


აი, რას  უდის  პოლიტიკური კორუფციის  მხაფრი  სუნი. 


ივანიშვილის  ციხეში წამოგირებული რომ პასტე- პასტე   ეპითეტებს    ისვრი ოქუაშვილის მიმართ და  ხაზარაძესა და საქართველის ბანკთან რომ ქულების  დაწერას ცდილობ ტყუილების ხარჯზე,  ამას ეწოდება  სწორედ ზნეობრივი დეგრადაცია. 


 ბევრს არ გავაგრძელებ  სისხლიანი    პროკურორის   უნიჭო  პასკვილზე პასუხს, იმას კი  დაუნანებლად  ვიტყვი : იმდენი სიკეთე შენ, რამდენი თეთრიც მიმეღის  მთავარი არხიდან. 
ანუ არც ერთი. 


თუმც,  თვეში 80  000 ლარის ხელფასის პატრონს რომ  სულ ფული  ელანდებოდეს,   რა გასაკვირია. 
 ესეც არის  ზნეიბრივი დეგრადაციის  კიდევ ერთი გამოხატულება  და უფრო მეტიც, აბუჩად  აგდება და ცინიზმი დაგვიანებული ხელფასის მომლოდინე თანამშრომლების მიმართ. 


ახლა ჩემთვისაც და სხვებისთვისაც კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა   რამდენიმე თვეში  მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერად ქცეული და სინამდვილეში ცრუბელადის, გვარამიას ფარული გარიგებები,  კავშირები და მიზნები. 


ახლა რთული ვითარებაა ქვეყანაში და არც უნდა მოხდარიყო ამ  შიდა   ამბების საჯაროდ გამოფენა,    გვარამია / გაბუნიას  უნიჭო სცენარის  მიხედვით ხელოვნურად აგორებულის. 
მაგრამ ღმერთმანი,  მე არ დამიწყია. 


თქვენ მაიძულეთ.- წერს ნატო ჩხეიძე.

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიამ დაწერა: გამომეცხადა ნატო ჩხეიძე, ტექსტით: "ჩვენ სამი კაცი გვეკუთვნის სიაში - მე მეხუთე ნომერი (ნუ რაკიღა 4 ლიდერი ხართ), ჩემი ძმა, როსტომ ჩხეიძე - მეათე და ვინმე კიდევ ოცეულში"- ყბა ჩამომივარდა გაკვირვებისგან

მთავარი არხის" გენერალური დირექტორმა გიორგი გაბუნიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ  გოგი ქურდაძე ზაზა ოქუაშვილის დავალებით ბლოკავს ყველა ფინანსურ ოპერაციას კომპანიაში და უარს ამბობს კომპანიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კონტრაქტების გაფორმებაზე. - ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს "მთავარი არხი" - სადამდეც შევძლებთ, ისევ ვიბრძოლებთ და ვიქნებით ეთერში ჩვენი მაყურებლისთვის და ქართველი ხალხისთვის 

ზაზა ოქუაშვილი: ნიკა გვარამიას და გიორგი გაბუნიას საქმიანობა არის იმის მაგალითი, როგორ ამოეფარო მედიას და ქვეყანაში მიმდინარე ვითარების ხარჯზე, გამოიყენო და გადააქციო ტელევიზია საერთაშორისო მასშტაბით მილიონობით დოლარის გათეთრების მანქანად