"ჯორჯიან ეარვეისი" (Georgian Airways ) განცხადებას ავრცელებს. 

"მგზავრთა საყურადღებოდ!


გაცნობებთ, რომ 30 ივნისს და 1 ივლისს თბილისი–თელ-ავივი–თბილისის მიმართულებით დაგეგმილი რეისები გაუქმებულია. ამ ეტაპზე სადაზღვევო კომპანია არ აძლევს  “ჯორჯიან ეარვეისს”თელ-ავივის მიმართულებით  ფრენების  აღდგენის უფლებას. ასევე, ავიაკომპანიას არ მიუღია უსაფრთხოების გარანტიები ისრაელის სახელმწიფოსგან.  “ჯორჯიან ეარვეისი” განახლებულ ინფორმაციას მიღებისთანავე გაავრველებს.  
მგზავრებს, ვინც უკვე შეიძინა ბილეთები აღნიშნულ რეისებზე, ვთავაზობთ ბილეთის გადაცვლის ან თანხის დაბრუნების შესაძლებლობას. 

ბილეთის გადაცვლა ან თანხის დაბრუნება შესაძლებელია ბილეთის შეძენის ადგილას.
“ჯორჯიან ეარვეისი”, თელ-ავივის გარდა, სხვა მიმართულებებით დაგეგმილ რეისებს, შეუფერხებლად, განრიგის მიხედვით ასრულებს." - ნათქავამია კომპანიის გავრცელებულ განცხადებაში.