მნიშვნელოვანია, რომ ტურიზმის სექტორი ვითარდება სწრაფი ტემპით, 2024 წელს დაფიქსირდა რეკორდული მაჩვენებელი შემოსავლების თვალსაზრისით - 4.4 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო ტურიზმიდან ჩვენმა ქვეყანამ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანამსაანგარიშო პერიოდში უმასპინძლა 7.4 მლნსაერთაშორისო მოგზაურს, გაიხსნა 70 სასტუმრო 3 300-ზე მეტი ნომრით და, დაახლოებით, 6 700 ადგილით.
„შარშან, ჩვენ ვუმასპინძლეთ 7.4 მლნსაერთაშორისო მოგზაურს, 2024-25 წლებშიგაიხსნა 70 სასტუმრო 3 300-ზე მეტი ნომრითდა, დაახლოებით, 6 700 ადგილით. 2025-28წლებში, 300-ზე მეტი სასტუმრო დაგვემატებაარსებული გეგმისა და პროექტებისშესაბამისად 38 000-ზე მეტი ადგილით. მოსალოდნელი ჯამური ინვესტიცია 2 მლრდლარია.
აეროპორტების ნაწილშიც გვქონდარეკორდული მაჩვენებელი - 7,425,000 მგზავრს მოემსახურა ჩვენი სამი აეროპორტიგასულ წელს, რაც ყველაზე მაღალიმაჩვენებელია დამოუკიდებლობის აღდგენისშემდეგ და დამოუკიდებლობის აღდგენამდეცარ გვქონია ჩვენ არასდროს ასეთიმაჩვენებელი,“- განაცხადა პრემიერმა.