საქართველოში არსებული ეკონომიკური ზრდა იმის წინაპირობაა, რომ ქვეყანაში და რეგიონში იარსებებს სტაბილურობა და კეთილდღეობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერზე“ წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, მსოფლიოს მთავრობათა სამიტში მონაწილეობისას განიხილეს საქართველოს პოლიტიკა არსებული გამოწვევების მოსაგვარებლად.
„არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მონაწილეობა მივიღე მსოფლიოს მთავრობათა სამიტში და განვიხილე საქართველოს პოლიტიკა არსებული გამოწვევების მოსაგვარებლად. თან წარმოვაჩინე ჩვენი მიღწევები და მთავარი პრიორიტეტები.
საქართველოში არსებული ეკონომიკური ზრდა იმის წინაპირობაა, რომ ქვეყანაში და რეგიონში იარსებებს სტაბილურობა და კეთილდღეობა“, - აღნიშნავს პრემიერი.