საქართველოს ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ არსებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2023 წლის იანვარში საქართველოს არსებული 24 მარეგულირებელი და სეზონური ჰესიდან მხოლოდ სამმა აწარმოვა უფრო მეტი ელექტროენერგია, ვიდრე წინა წლის იანვარში
იანვარში, წინა წლის იანვართან შედარებით უფრო მეტი ელექტროენერგია „ინტერ რაოს" და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მფლობელობაში არსებულმა „ხრამ ჰესი 1"-მა და „ხრამ ჰესი 2"-მა და ჟინვალ ჰესმა" გამოიმუშავეს.
17 სეზონური ჰესიდან ყველაზე მეტად შემცირდა გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა გუმათ ჰესზე (69,3%-ით), რიონ ჰესზე (66,5%-ით), ლაჯანურ ჰესზე (64,4%-ით) და ვარციხე ჰესზე (56,5%-ით).
8,3%-იდან 19,7%-მდე შემცირდა ელექტროენერგიის გამომუშავება შემდეგ ჰიდტოელექტოსადგურებზე:
ფარავან ჰესი - 8,3%
ჩითახევი ჰესი - 10,0%
ზაჰესი - 10,9%
ორთაჭალა ჰესი - 12,4%
აწჰესი - 17,6%
შუახევი ჰესი - 19,7%