2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5 მლრდ 618 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.1 %-ით მეტია. აქედან ექსპორტი 1.4 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 5.7%-ით), ხოლო იმპორტი 4.2 მლრდ აშშ დოლარს (გაიზარდა 20.1%-ით).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2025 წლის იანვარ-მარტში, 2.8 მლრდ აშშ დოლარი იყო, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 50.1 პროცენტია.

საქსტატის ცნობით,2025 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა
საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.1% შეადგინა. აღნისანიშნია, რომ პირველ კვარტალში ექსპორტის დადებითი დინამიკის ერთ-ერთი მიზეზი კვლავ ცენტრალური აზიის ქვეყნებში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტია.

უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (298.6 მლნ. აშშ დოლარი), ყაზახეთი (176.2 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (140.3 მლნ. აშშ დოლარი).

საექსპორტო TOP-5 კი ასე გამოიყურება:

ყირგიზეთი - 298 მლნ აშშ დოლარი [ზრდა 26.6%];

ყაზახეთი - 176.2 მლნ აშშ დოლარი [ ზრდა 19.8%];

აზერბაიჯანი - 140.3 მლნ აშშ დოლარი [ზრდა 4.3%]

რუსეთი - 129.9 მლნ აშშ დოლარი [ კლება 19.2%];

სომხეთი - 113.7 მლნ აშშ დოლარი [კლება 10.2%];

2025 წლის იანვარ-მარტში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 500.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 35.7%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები 54.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 3.95), ხოლო მესამე ადგილზეა ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 53.0 მლნ. აშშ დოლარით (3.8%).