სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, რომელიც კვეთს სომხეთის ჩრდილოეთ და სამხრეთ ტერიტორიებს უკვე არსებობს უკანასკნელი 3 ათწლეულის განმავლობაში, - ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, რამდენიმე გზა, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის და ამ გზების გააქტიურება იქნება მოკლე და ეფექტური გზა კასპიის და ხმელთაშუა ზღვების დაკავშირებისთვის, იგივე ლაიტმოტივით, თანამედროვე კომუნიკაციებით შეიძლება გახდეს ეფექტური გზა, საქართველოს პორტების და სხვა ინფრასტრუქტურის ურთერთდაკავშირებისთვის.
„ეს თავისთავად სარგებელს მოუტანს ყველა ქვეყანას ჩვენს რეგიონში. მინდა ასევე მივაპყრო, როგორც მთავრობის წარმომადგენლების, ისე კერძო სექტორის ყურადღება ამ შესაძლებლობისკენ. ჩემი გამოსვლის შემდგომ მსვლელობისას ჩემი გუნდის წევრები წარმოადგენენ დამატებით ინფორმაციას თუკი ამის ინტერესი იქნება გაგიზიარდებათ ბროშურები ამ პროექტზე და ჩვენთვის ღირებული იქნება თქვენი, როგორც კომენტარის, ასევე მხარდაჭერის მიღება ამ პროექტის განხორციელებისთვის. კომპლექსურად რომ შევხედოთ ყოველივე ამას, მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას მშვიდობის გზაჯვარედინის პრინციპებს.
პირველი ასეთი პრინციპია: ყველა ინფრასტრუქტურა, მათ შორის საგზაო, სარკინიგზო, საჰაერო, ნავთობგადამტანი თუ ელექტროინფრასტრუქტურა მუშაობს და ფუნქციონირებს შესაბამისი ქვეყნების იურისდიქციების ფარგლებში სადაც ისინი გადიან.მეორე პრინციპი: თითოეულ ქვეყანას საკუთარი სახელმწიფო ინსტიტუციების საშუალებით, უზრუნველყოფს საბაჟო კონტროლს, ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებას, მათ შორის, მათი ტერიტორიის კვეთას, იქნება ეს საავტომობილო, თუ სხვა საშუალებით. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ უახლოეს მომავალში, სპეციალური ერთეული ჩამოყალიბდება სომხეთის სამართალდამცავი სტრუქტურის ფარგლებში, რომელიც უფლებამოსილნი იქნება საერთაშორისო კომუნიკაციების უსაფრთხოებაზე, რომელიც გაივლის სომხეთს, იქნება ეს სატრანსპორტო საშუალებები, თუ პირები, რომლებიც ამ სატრანსპორტო საშუალებებს ატარებს.მესამე პრინციპი: ეს ინფრასტრუქტურა შეიძლება იყოს გამოყენებული, როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა ტრანსპორტირებისთვის.მეოთხე პრინციპი: ყველა ქვეყანას შეუძლია ერთმანეთის ინფრასტრუქტურის გამოყენება ნაცვალგების და თანასწორობის პრინციპის საშუალებით, ამ ორ პრინციპზე დაყრდნობით სასაზღვრო თუ საბაჟო პროცედურები, მათი ოპტიმიზაცია შესაძლებელია.
აქვე მინდა ხაზი გავუსვა სომხეთის მზაობას გახსნას, ხელახლა გახსნას, ააშენოს, ან განაახლოს რეგიონული კომუნიკაციები ამ პრინციპებზე დაყრდნობით.ზემოაღნიშნული პრინციპები საჭიროა, რომ თავიდან ავიცილოთ გაურკვევლობა, თუ განსხვავებული ინტერპრეტაცია. უახლოეს მომავალში ასევე ოფიციალურად წარმოვადგენთ ამ პროექტს ჩვენი რეგიონის ქვეყნის მთავრობებისთვის და იმედი მაქვს, რომ ერთობლივი ძალისხმევით, მათ შორის, ინვესტორების ჩართულობით ამ პროექტის განხორციელებას შევძლებთ.ქალბატონებო და ბატონებო მშვიდობის გზაჯვარედინი არის უმნიშვნელოვანესი ნაწილი მშვიდობის დღის წესრიგის. ჩვენ ამ ეტაპზე ვმუშაობთ, შეთანხმების პროექტზე აზერბაიჯანთან, მშვიდობისა და ურთიერთობის ნორმალიზაციის უზრუნველსაყოფად და იმედი გვაქვს რომ ეს პროექტი დასრულდება შემდეგ რამდენიმე თვეში.ასევე ვთვლი საჭიროდ წარმოვადგინო მშვიდობის საკითხზე კიდევ ორი დამატებითი ასპექტი, რომელზეც შევთანხმდით აზერბაიჯანთან.სომხეთი და აზერბაიჯანი აღიარებს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, იმის გაზიარებით, რომ 29 ათასი კილომეტრი და აზერბაიჯანის მხარე თავის საკუთარ შესაბამის ტერიტორიულ მოცვას აღიარებს.
ეს უზრუნველყოფს, რომ განაცხადები გაკეთებული ორივე მხრის მიერ არ დატოვებს არანაირ სივრცეს საიმისოდ, რომ მეორე მხარემ არ აღიაროს საპასუხო ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, გარდა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრის ფარგლებში გაცხადებული ტერიტორიებისა.
ასევე მინდა მოვიშველიო 1991 წლის ალმაატას დეკლარაცია, რომელსაც შემდეგი მნიშვნელობა აქვს, საბჭოთა კავშირი წყვეტს არსებობას და 12 რესპუბლიკა, რომელიც ხელს აწერს დეკლარაციას, მათ შორის, სომხეთი და აზერბაიჯანი, აღიარებს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, იმ დროისათვის არსებულ ადმინისტრაციულ საზღვრებს აღიარებს, ანუ საზღვრები, რომლებიც არსებობდა საბჭოთა კავშირის ფარგლებში ხდება სახელმწიფო საზღვრებად და ამ პრინციპებზე დაყრდნობით იმედი გვაქვს, რომ შემდეგ რამდენიმე თვეში უკვე აზერბაიჯანთან მოვაწერთ ხელმოწერას მშვიდობაზე და განვაახლებთ ჩვენს ურთიერთობებს. დიდი იმედი მაქვს, რომ ასევე გვექნება სიახლეები უახლოეს მომავალში სომხეთ-თურქეთის აეროპორტის გასახსნელად, როგორც თურქეთის, ასევე დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვის. ეს თავისთავად დადებით სტიმულს შექმნის მთელი რეგიონისთვის.
თუკი დავუბრუნდები მშვიდობის გზაჯვარედინის ინიციატივას, თავისთავად, აბრეშუმის გზის ლოგიკაში სრულად ის ჯდება და მოხარული ვიქნებით, სომხეთის ტერიტორიაზე მივიღოთ ადამიანები, პირები, საქონელი, გავატაროთ ნავთობხაზები, კაბელი, ელექტრო თუ ნებისმიერი სხვა. დასკვნით ნაწილში მინდა გისურვოთ წარმატება, მინდა ვუსურვო ნაყოფიერი სამუშაო 2 დღე აბრეშუმის გზის ფორუმს“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.