ოზურგეთის მერიაში დღეს მუნიციპალიტეტის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, ახალგაზრდებს უნივერსიტეტებში ჩარიცხვა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„პირველ რიგში, მინდა მივულოცო ახალგაზრდებს, აბიტურიენტებს წარმატებები და უნივერსიტეტებში ჩარიცხვა. მათთვის ცხოვრების ახალი, საინტერესო ეტაპი იწყება და დარწმუნებული ვარ ახალი თაობა კიდევ უფრო მეტ წარმატებას მოუტანს ჩვენს ქვეყანას და ოზურგეთის მუნიციპალიტეტს!,“- აღნიშნა ოზურგეთის მერმა.