16 ნოემბერს, დილის 11 საათზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა გაიმართება, სადაც ცესკოს მიერ გავრცელებული დღის წესრიგის თანახმად, ერთ - ერთი საკითხია პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები უნდა  შეჯამდეს.

ცესკოს სხდომის პარალელურად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან ოპოზიციის საპროტესტო აქცია გაიმართება. 

ოპოზიციის ნაწილი, სამოქალაქო ორგანიზაციები, ასევე სტუდენტები ცესკოს შენობასთან შეკრებას 11:00 საათისთვის აპირებს.

"ძლიერი საქართველო"  მოსახლეობას მოუწოდებს, რომ 10:00 საათიდან მივიდნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან.