უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი ამ თანამდებობაზე ყოფნისას პირველად ეწვია უკრაინას ოფიციალური ვიზიტით და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
პოლიტიკოსებმა გვირგვინებით შეამკეს უჟგოროდის სასაფლაო, სადაც უკრაინის ომში დაღუპული ჯარისკაცები არიან დაკრძალულნი. მადიარის თქმით, იქვე განისვენებს ეთნიკური უნგრელიც, რომელიც რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში დაიღუპა.
"ჩვენი შესაძლებლობა, ვიცხოვროთ თავისუფალ ქვეყანაში, ისევე როგორც ჩვენი მეზობლებისა და მთელი ევროპის უსაფრთხოება, უზარმაზარ ფასად გვიჯდება — ფასად, რომელსაც უკრაინა ყოველდღე იხდის. ჩვენი ვალია, გვახსოვდეს ყველა, ვინც ამ ბრძოლაში სიცოცხლე გაწირა", — დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ზე.
უკრაინის პრეზიდენტმა მადიარს ასევე მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მან ვიზიტი "იმ უკრაინელების მიმართ პატივისცემის გამოხატვით დაიწყო, რომლებიც ჩვენს სახელმწიფოს იცავდნენ".




