საქართველოს ბანკისა და DataFest Tbilisi-ის პარტნიორობა წარმატებით გრძელდება. ამჯერად, ფინანსური ინსტიტუტის მხარდაჭერითა და DataFest Tbilisi-ის ორგანიზებით, ვორკშოპი „მომხმარებელზე ორიენტირებული AI მმართველობა“ გაიმართა. ვორკშოპს ანა ჩუბინიძე, AdalanAI-ის დამფუძნებელი და დირექტორი უძღვებოდა.
როგორც DataFest Tbilisi-ში აღნიშნავენ, ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, ხელოვნური ინტელექტის მმართველობისა და რეგულირების საკითხი უფრო და უფრო აქტუალური ხდება. მათი თქმით, თუკი აქამდე ძირითადი აქცენტი ეთიკურ ან პასუხისმგებლიან AI-ზე იყო გადატანილი, შეხვედრის სპიკერმა ახალი კონცეფცია - მომხმარებელზე ორიენტირებული ხელოვნური ინტელექტი განიხილა.
„მომხმარებელზე ორიენტირებული AI მმართველობა ხელს უწყობს მომხმარებლებთან ურთიერთობების გამყარებას, მუდმივ გაუმჯობესებასა და ინოვაციებს, რაც უზრუნველყოფს, AI ტექნოლოგიები სრულფასოვნად ემსახურებოდეს მათ, ვისთვისაც ისაა შექმნილი. ვორკშოპის მონაწილეებმა მოისმინეს, თუ როგორ შეუძლიათ დაიწყონ AI მმართველობის პროცესების დანერგვა საკუთარკომპანიებში და რა ცვლილებებია საჭირო ამ ტექნოლოგიისგან საუკეთესო შედეგის მისაღებად", - აღნიშნავს ნინო მაჭარაშვილი, DataFest Tbilisi-ის დამფუძნებელი.
ღონისძიება ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა. აუდიტორიას შესაძლებლობა ჰქონდა, სპიკერისთვის როგორც პირისპირ, საქართველოს ბანკის 4B სივრცეში, ისე ვირტუალურად, ზუმის პლატფორმის გამოყენებით მოესმინა.
„მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს დამსწრეებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას და თემით დაინტერესებული პროფესიული ქსელის შექმნასა და გამყარებას. ხშირად ქართული ბიზნესი გლობალური ტენდენციებისგან იზოლირებულად ვითარდება და ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტუალური თემების გამორჩევა, კომპეტენტური სპიკერების დახმარებით კი მათი ქართულ პროფესიულ წრეებამდე მიტანა“, - განმარტავს ნინო მაჭარაშვილი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკისა და DataFest Tbilisi-ის პარტნიორობა 7 წელია, გრძელდება. პარტნიორობის ფარგლებში, გაიმართა არაერთი საერთაშორისო ფესტივალი და შეხვედრები როგორც დედაქალაქსა და რეგიონებში, ისე ონლაინ.
„მოხარული ვართ, რომ DataFest Tbilisi-სთან ერთად მორიგი საინტერესო შეხვედრა შედგა და უახლესი, სწრაფად მზარდი ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს, ბიზნესებს, რომლებიც ინოვაციების დანერგვაზე არიან ორიენტირებული, საინტერესო ინფორმაცია გავუზიარეთ. ჩვენთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია ყველა ისეთი ინიციატივა, რაც ბიზნესებს განვითარებისა და ინოვაციების დანერგვის შესაძლებლობას მისცემს. ჩვენი პარტნიორობა გრძელდება და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს უახლოეს მომავალში კიდევ ერთ მასშტაბურ ღონისძიებას შევთავაზებთ“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ინფორმაციისთვის, 19-21 სექტემბერს, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მასშტაბური ფესტივალიDataFest Tbilisi 2024 ჩატარდება. ღონისძიებაუმასპინძლებს 1000-მდე სტუმარს, რომლებიც ხელოვნური ინტელექტით, მონაცემთა მეცნიერებით, ვიზუალიზაციით და სხვა ტექნოლოგიური საკითხებით არიან დაინტერესებული.
19-21 სექტემბრის ფესტივალზე მეტი ინფორმაციის მიღება და ბილეთების შეძენა შესაძლებელიავებგვერდიდან https://www.datafest.ge