მათ შორის 4 ბალიანი შტორმის დროს - 23. გადარჩენილებს შორის 48 არასრულწლოვანია. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახური ავრცელებს.
სამსახურის  ინფორმაციით, მაშველებმა სანაპირო ზოლზე დაკარგული 38 ბავშვი იპოვნეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ - დაემორჩილოთ მაშველების მითითებებს. "არ შეხვიდეთ წყალში შტორმის დროს. არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში და ნაბახუსევზე. არ დატოვოთ ბავშვები უყურადღებოდ", - ნათქვამია საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.