საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა მოლდოვაში საერთაშორისო ტურნირზე გამოსვლა სომხეთის ნაკრებთან გამარჯვებით დაასრულა – 4:0.
ქართველმა ფეხბურთელებმა სომხეთის ნაკრების კარში ოთხივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს. ორი გოლი ნიკოლოზ ჩიქოვანის ანგარიშზეა, ხოლო ორი – დავით გოგილაშვილის.
საქართველოს ასაკობრივი ნაკრებისთვის აღნიშნულ ტურნირზე ეს მესამე მატჩი გახლდათ. ჩვენი გუნდი მოლდოვის 19-წლამდელთა ნაკრებთან 1:2 დამარცხდა, ხოლო იმავე ქვეყნის 20-წლამდელთა გუნდთან მატჩი პენალტების სერიაში დათმო.