„NASCAR“-ის ევროპის სერიების დიდი ბრიტანეთის ეტაპზე, სანდრო თავართქილაძემ „ჩელენჯერის თასზე“ მესამე ადგილი დაიკავა.

„ევრონასკარის“ ფარგლებში სულ შვიდი ეტაპი იმართება. შემდეგი ეტაპი 28-29 ივნისს ნიდერლანდებში გაიმართება. ქართველმა მრბოლელებმა „NASCAR“-ის ევროპის სერიებში ასპარეზობის უფლება მას შემდეგ მოიპოვეს, რაც იტალიაში კრემონას ავტოდრომზე 2025 წლის წინასასეზონო ტესტებზე პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს.

ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.