პერუში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ახალგაზრდებს (U20) შორის, საქართველოს ნაკრების წევრმა სანდრო ახლოურმა (81 კგ) პირველი გამარჯვება მოიპოვა, მან პირველ შეხვედრაში იტალიელი საბა ალექსანობი დაამარცხა და მეოთხედფინალში გასასვლელად თურქ სელიმ არი ემირს დაუპირისპირდება.
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრი, 19 წლის თორნიკე გიგაური 66 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
ტურნირზე საქართველოს ნაკრები ცხრა სპორტსმენით გამოდის.




