ევროპა ლიგაზე ძირითადი ფაზის მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა.

რომში, „სტადიო ოლიმპიკოზე“, „რომა“ საფრანგეთის „ლილს“ მასპინძლობდა. 

სტუმრები შეხვედრის მე-6 წუთზე დაწინაურდნენ და შემდეგ თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში დაცვაში იდგნენ. შეხვედრის 82-ე წუთზე სტუმრების კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა და მასპინძლებმა მატჩის გადარჩენის შანსი მიიღეს. ოთხი წუთის წინ მინდორზე შესულმა უკრაინელმა არტიომ დოვბიკმა დარტყმა ცუდად შეასრულა და სტუმართა მეკარემ, თურქმა ბერკე ოზერმა, ბურთი მოიგერია. მსაჯმა მეკარის მხრიდან წესის დარღვევა დააფიქსირა და მასპინძლებს დარტყმა გაამეორებინა. ბურთთან კვლავ დოვბიკი მივიდა და ამჯერადაც იგივე განმეორდა. მსაჯმა ისევ მეკარის მხრიდან წესის დარღვევაზე მიუთითა და „რომამ“ პენალტის დარტყმა ამჯერად არგენტინელ მატია სოულს ანდო, თუმცა მეკარესთან ორთაბრძოლაში გამარჯვების მოპოვება ვერც მან შეძლო და სტუმრებმა ლიგაზე მეორე გამარჯვება იზეიმეს.



აღსანიშნავია, რომ დღემდე საფეხბურთო მატჩის მსვლელობაში პენალტის სამჯერ გაცუდების ფაქტი ერთადერთხელ იყო დაფიქსირებული. 1996 წელს, პარაგვაიში, „ფელისიანო კასერესზე“, სამხრეთ აფრიკის თასის მატჩში, არგენტინელმა მარტინ პალერმომ სამჯერ ვერ გაიტანა პენალტი, თუმცა მან ეს სამი სხვადასხვა დროს დანიშნული საჯარიმო დარტყმის დროს ვერ შეძლო.