ყატარში, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატზე, პირველი დიდი სენსაცია დაფიქსირდა 

არგენტინისა და საუდის არაბეთის გუნდების შეხვედრაში ჩემპიონატის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად შერაცხულ არგენტინელთა მარცხს ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა. 

ჯგუფის აშკარა აუტსაიდერთან შეხვედრაში არგენტინელები უკვე მე-10 წუთზე დაწინაურდნენ. გოლი თერთმეტმეტრიანიდან ლიონელ მესიმ გაიტანა. არგენტინელთა შეტევები პირველ ტაიმში კიდევ სამჯერ დამთავრდა კარის აღებით, თუმცა სამივე შემთხვევაში საბოლოოდ თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა.



მეორე ნახევრის მე-4 წუთზე სალეჰ ალ-შეჰრიმ ანგარიში გაათანაბრა, ოთხი წუთის შემდეგ კი სალემ ალ დავსარიმ მეორედ აიღო არგენტინელთა კარი.





ამის შემდეგ საუდელებმა არგენტინელთა შეტევებს ყრუ დაცვა და თავგანწირული თამაში დაუპირისპირეს და მეტოქეს გოლის გატანის საშუალება არ მისცეს. 

არგენტინა - საუდის არაბეთი 1:2(1:0)
გოლები: 10' ლიონელ მესი 1:0, 49' სალეჰ ალ-შეჰრი 1:1 53' სალემ ალ-დასავარი 1:2